ბასილაშვილი: „ჩემი მიზანი TOP 50-ში დაბრუნებაა“

ალმატის ტურნირის ფინალში გასვლის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარ პროგრესსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა

ვეცდები, რომ მომავალ წელს რეიტინგის TOP 50-ში დავბრუნდე - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმატის ტურნირის ფინალში გასვლის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარ პროგრესსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა. ქართველმა ჩოგბურთელმა შეჯიბრება კვალიფიკაციიდან დაიწყო და გადამწყვეტ შეხვედრამდე მივიდა, სადაც დანიილ მედვედევთან დამარცხდა. 34 წლის ჩოგბურთელი აღნიშნავს, რომ ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს და საკუთარი თამაშით კმაყოფილია. მომავალი წლის მთავარ მიზნად რეიტინგის საუკეთესო 50-ეულში დაბრუნებას ასახელებს, თუმცა არც ოცეულში მოხვედრის შესაძლებლობას გამორიცხავს. მანამდე კი აპირებს, თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის იბრძოლოს.
ბოლო სიახლეები იტვირთება...
ZHINI SPORT

ბოლო სტატიები

ZHINI COMMUNITY

იყავი სპორტის ეპიცენტრში

შემოგვიერთდი Instagram-სა და Facebook-ზე — არ გამოტოვო სიახლეები.