დუბლი და საგოლე გადაცემა - ვაკო ყაზაიშვილის ბრწყინვალე მატჩი ვუჰანის წინააღმდეგ!
ვაკო ყაზაიშვილის ბრწყინვალე მატჩი ვუჰანის წინააღმდეგ!
ვაკო ყაზაიშვილმა შეხვედრის 83-ე წუთზე გატანილი გოლით შანდონი 4:3 დააწინაურა, მატჩის მიწურულს კი კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ქართველ ფეხბურთელს ჩინეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში უკვე 10 გოლი და 10 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში.
შანდონი 44 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს. ჩემპიონატის დასკვნით ტურში ყაზაიშვილის გუნდი ტიტულისთვის მებრძოლ ჩენგდუ რონჩენს დაუპირისპირდება.
