„ჯანმრთელი და მოტივირებული ვარ, მალე დავბრუნდები''

მერაბ დვალიშვილი პოსტს აქვეყნებს

„ჯანმრთელი და მოტივირებული ვარ, მალე დავბრუნდები - მერაბ დვალიშვილი პოსტს აქვეყნებს მოგესალმებით ყველას! უპირველეს ყოვლისა, მინდა ღმერთს მადლობა გადავუხადო - მან ნამდვილად დამლოცა და ამისთვის მადლიერი ვარ! შემდეგ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი კუთხის წევრებს - @funkmastermma @daveygrantmma @zviadlazishvili @bigwoodmma702 - დახმარებისა და თავდადებისთვის. მადლიერი ვარ ჩემი ვეგასელი თანაგუნდელებისა და სპარინგპარტნიორების, რომლებიც ყოველთვის ჩემ გვერდით იყვნენ და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში მეხმარებოდნენ. ასევე დიდი მადლობა ჩემს ნიუიორკულ გუნდს- @mattserraufc-ს, @raylongomma-ს და ყველა ჩემს ნიუიორკელ და ლონგ-აილენდელ ბიჭს! მადლობა @ufc-ს, რომ ყოველთვის მაძლევს ასეთ შესაძლებლობებს! ბოლოს კი, განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს - თქვენი მხარდაჭერა და სიყვარული ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს! მოუთმენლად ველი გალიაში დაბრუნებას და იმის კეთებას, რაც მიყვარს! ჯანმრთელი და მოტივირებული ვარ და მალე დავბრუნდები! ეს მანქანა არასდროს ფუჭდება! მალე შევხვდებით!
ბოლო სიახლეები იტვირთება...
ZHINI SPORT

ბოლო სტატიები

ZHINI COMMUNITY

იყავი სპორტის ეპიცენტრში

შემოგვიერთდი Instagram-სა და Facebook-ზე — არ გამოტოვო სიახლეები.