ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მეექვსე ადგილზე გავიდა
ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეექვსე ადგილი დაიკავა.
ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეექვსე ადგილი დაიკავა. ქართველი შემტევი ჯილდოს ნომინანტთა შორის მესამედ მოხვდა და კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელისთვის ეს გამორჩეული სეზონის კიდევ ერთი აღიარებაა: ხვიჩამ პარიზულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
საბოლოო რეიტინგში კვარაცხელია პსჟ-ს ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღლა აღმოჩნდა - უსმან დემბელემ მეშვიდე, ფაბიან რუისმა კი მეათე ადგილი დაიკავეს.
