მახაჩევის დაბრუნების მოლოდინში - პრატესი და მორალესი დროებითი ქამრისთვის იბრძოლებენ
UFC-ის ნახევრად საშუალო წონაში დროებითი ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა
კარლოს პრატესი და მაიკლ მორალესი ერთმანეთს 2027 წლის 30 იანვარს, ტორონტოში, UFC 336-ზე დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული ისლამ მახაჩევთან ქამრის შესანარჩუნებელ ბრძოლის შესაძლებლობას მიიღებს.
მახაჩევს ქამარი არ დაუთმია - ის მოქმედ ჩემპიონად რჩება. დანა უაიტის განმარტებით, ისლამმა იანვარში ბრძოლაზე უარი თქვა და დაბრუნება რამადანის შემდეგ გადაწყვიტა. UFC-მ დივიზიონის მოძრაობის გასაგრძელებლად დროებითი სატიტულო შეხვედრა დანიშნა.
მახაჩევის აზრით კი, პრატესმა და მორალესმა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ, ვინ იმსახურებს სატიტულო შანსს. ისლამმა პრატესის იან გარისთან მარცხიც გაიხსენა და მზადყოფნა გამოთქვა, ამ დაპირისპირების გამარჯვებულს შეხვდეს. მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.
