მძიმე დარტყმა „ოკლაჰომას“ - უილიამსსა და უოლესს ოპერაციები სჭირდებათ

„ოკლაჰომა სიტი თანდერმა“ NBA-ის სეზონის დასაწყისში ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე დაკარგა.

ჯეილენ უილიამსსა და კეისონ უოლესს „ლოს-ანჯელეს კლიპერსთან“ მიღებული ტრავმების გამო ოპერაციები ჩაუტარდებათ. უილიამსს მარცხენა ფეხის მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა და კოჭის ამოვარდნა დაუდგინდა. ის მატჩის მიწურულს, ნახტომის შემდეგ უხერხულად დაეცა და მოედანი საკაცით დატოვა. უოლესმა კი იმავე შეხვედრის პირველ მეოთხედში მარცხენა მხრის სახსრის ბაგე დაიზიანა. კლუბის გენერალური მენეჯერის, სემ პრესტის განცხადებით, ორივე კალათბურთელის დაბრუნების ვადები ოპერაციების შემდეგ დაზუსტდება. შესაბამისად, სეზონის დასრულებამდე მათი არყოფნა ჯერ დადასტურებული არ არის. „თანდერმა“ „კლიპერსს“ 108:101 მოუგო, თუმცა ორი ძირითადი მოთამაშის დაკარგვა გუნდის საჩემპიონო გეგმებისთვის სერიოზული გამოწვევაა.
ბოლო სიახლეები იტვირთება...
ZHINI SPORT

ბოლო სტატიები

ZHINI COMMUNITY

იყავი სპორტის ეპიცენტრში

შემოგვიერთდი Instagram-სა და Facebook-ზე — არ გამოტოვო სიახლეები.