„THE GREAT “ კვლავ ჩემპიონია
ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ UFC 333-ზე მოვსარ ევლოევი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მეტოქის დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა.
აბუ-დაბიში, 24 ოქტომბერს გამართული UFC 333-ის მთავარ ბრძოლაში ავსტრალიელმა მოვსარ ევლოევი დაამარცხა და ნახევრად მსუბუქი წონის ქამარი შეინარჩუნა.
შედარებით ფრთხილი პირველი რაუნდის შემდეგ ვოლკანოვსკიმ მეორე რაუნდში დგომში უპირატესობა მოიპოვა. ზუსტი კომბინაციით მეტოქე ოქტაგონის ბადესთან შეავიწროვა, შემდეგ კი პარტერში დარტყმები გააგრძელა. მსაჯმა შეხვედრა რაუნდის დასრულებამდე ექვსი წამით ადრე - 4:54-ზე შეაჩერა.
ამ გამარჯვებით ვოლკანოვსკიმ ევლოევს პროფესიულ კარიერაში პირველი მარცხი გაუფორმა. მანამდე რუს მებრძოლს 20 შეხვედრიდან ყველა მოგებული ჰქონდა.
38 წლის ჩემპიონმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დივიზიონის მწვერვალზე ადგილის დათმობას არ აპირებს - ქამარი კვლავ "ალექსანდრ დიდის" ხელშია.
